LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე დღეს როგორც ადამიანი, მომწონს, რაც ვარ და ეს არის ნიკას დამსახურება, ჩემი თავგადასავალი ნამდვილად არის ნიკა“ – რა სწყინს გვარამიას მეუღლეს და რისთვის უხდის მადლობას ხელისუფლებას?

1692
gvaramiasmeugle

ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ მეუღლე დაახასიათა და აღნიშნა, რომ სწყინს, რასაც მასზე ამბობენ, რადგან ნიკა სინამდვილეში სხვანაირია.

„თუ ახლოს არ იცნობ, მართლა არ იცი როგორია ნიკა, როგორც ადამიანი. ის ნიკა გვარამია კი არა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც ადამიანი არის წარმოუდგენლად სუფთა. გაბრაზება იცი, ფიცხია, მაგრამ არ მახსოვს შურისძიება ვინმეს გამო, ან ვინმეს აწყენინო. ყველაფერი არის პირიქით, ძალიან კეთილია, მზრუნველი, ერთგული, ყველაფერი აქვს, რაც კარგ ადამიანს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ ხოლმე, რომ რაღაცებს იძახიან ნიკაზე, არ არის ასე, ძალიან ბავშვური, გულჩვილი და კეთილია.

ნიკასთან ყოფნა იმდენად საინტერესოა, იმდენი სიახლით არის სავსე, “აფდაუნებიც” არის, შეიძლება პრობლემებიც,  სანერვიულოც იყოს, კარგიც იმდენია, ეს ყველაფერი ამას აბალანსებს. მე დღეს როგორც ადამიანი, მომწონს, რაც ვარ და ეს არის ნიკას დამსახურება. ნიკასთან ერთად რომ არ ვიყო ამას ვერ გავაგრძელებ, ეს თავგადასავალი შეწყდება და არ მიღირს. თავგადასავალი მინდა და ჩემი თავგადასავალი ნამდვილად არის ნიკა გვარამია“ – ამბობს გვარამიას მეუღლე და ამატებს, რომ ციხეში ვიზიტები ექნება.

სოფო ლილუაშვილი ხელისუფლებას მადლობასაც უხდის:

„ესეც არის ამ თავგადასავლის ნაწილი, ისევე, როგორც წერილების წერა, რაც უნდა გასაოცარი იყო. მე ვცდილობ და ბავშვებსაც ამას ვასწავლი, ყველაფერი შემოვატრიალო პოზიტიურად. ახლაც აღმოვაჩინე, რომ წერილების წერა სულ მინდოდა და ახლა მომიწევს. დარწმუნებული ვარ ბევრის დაწერა არ მომიწევს და ნიკა ძალიან მალე გარეთ იქნება, მაგრამ ეგეც ამ თავგადასავლის ნაწილია. მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და ვუთხრა, რომ მათ ის შეძლეს, რაც მე ვერ შევძელი. ძალიან, გულით მინდოდა ნიკას დაესვენა, გამოეძინა, ფილმებისთვის ეყურებინა, წაეკითხა, ტელეფონის და ტელევიზიის და ყველა დანარჩენი პრობლემის გარეშე ყოფილიყო. ასე მგონია ის პერიოდი, რაც იქ ყოფნა მოუწევს, ამისთვის საკმარისი იქნება,. ნიკა გამოვა, ჩვენ არავინ არ დაგვიკარგავს, არავისთვის ნახვამდის არ გვითქვამს და არ დავმშვიდობებულვართ, ნიკა გამოვა და იქნება ბევრად ძლიერი, ბევრად მაგარ ენერგიაზე და უფრო მეტი სიახლეებით. ჩვენ მასთან ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g