LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე… მზად ვარ, ბოლომდე შევეწირო იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე: სააკაშვილი

100
მიხეილ სააკაშვილი

“ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში”, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

სააკაშვილი უვადო შიმშილობის დაწყებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას შეგნებულად აკეთებს. მისივე თქმით, სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და მზად არის, იმას რასაც მთელი ცხოვრება ემსახურა, ბოლომდე შეეწიროს:

“ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: “კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება”.

ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს – “ხალხისთვის მაინც არავინაა”, “ყველა მარტო გამორჩენაზეა”, “ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია” და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო.

დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე.
ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ დღეს მიხეილ სააკაშვილმა მორიგი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს.

თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი

ნეტავ, მოვკვდე და ეგ არ გამეგო… რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა – რას წერენ სააკაშვილის მეორედ გამოცხადებულ შიმშილობაზე

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: “მორიგ დრამას იწყებს, როცა უკრაინა ომშია… ხალხი ვერ გაჰყავს! ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ მითები აცოცხლონ”

სააკაშვილის მიერ ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა სწორი არ არის, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა: სამნიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g