LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მაინც გადავიღებ სრულ ფილმს სახელწოდებით „ერი დაბადებული გამარჯვებისთვის“ და იქ იქნება უკრაინელების და ქართველების გმირულ ბრძოლაზე, ქართველი ხალხის თანადგომაზე და საერთოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე!“ – ბუკა პეტრიაშვილი

255
ბუკა პეტრიაშვილი

ანალიტიკოსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში მის პირველ ვიზიტს იხსენებს.

დღეს, 24 თებერვალს სამი წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

„ომის დაწყებიდან 1.5 თვეში კიევში ვიყავით. ჩირიკა დაუშვილის იდეა იყო, წამო ფილმი გადავიღოთო. მოყოლა რომ დაიწყო, შუა გზაში გავაწყვეტინე, მოვდივარ თქო. ლევან დგებუაძეზე კაი კაცს ვის ვეტყოდი, თან ძმობა, თან საქმე!

კარგი კაცები დაგვხვდნენ – ვანო ნადირაძე და მისი ბიჭები! სხვებიც ვნახეთ, უკრაინელები, მაგარი მეომრები! ქართველებს ქართველი მებრძოლის პანაშვიდზე შევხვდით! ბუჩაში ხალხი ისეთ დღეში იყო, გამარჯობას რო ვეუბნებოდით, ტირილს იწყებდნენ ეგრევე!

კიევში ყველა ქართველებს ეფერებოდა – ხალხს და მებრძოლებს! თქვენ გენაცვალეთ, რა მაგარი ძმები ხართ, მაგრამ აი ეს თქვენი ხელისუფლება (ეს მაგრამ ხო ბევრ სხვა პონტშიც ტეხავს)!

ჰოდა, მე მაინც გადავიღებ სრულ ფილმს სახელწოდებით „ერი დაბადებული გამარჯვებისთვის“ და იქ იქნება უკრაინელების და ქართველების გმირულ ბრძოლაზე, ქართველი ხალხის თანადგომაზე და საერთოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

გაუმარჯოს საქართველოს!

სიკვდილი რუს ოკუპანტებს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

ომის დაწყებიდან 1.5 თვეში კიევში ვიყავით. ჩირიკა დაუშვილის იდეა იყო, წამო ფილმი გადავიღოთო. საუკუნე არ გველაპარაკა! რო…

Posted by Buka Petriashvili on კვირა, 23 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g