LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მითხრეს მთვრალებმა ეე დიჯეიო” – სოციალური ქსელის მიმოწერები, შაქარაშვილის საქმიდან

1451
ქათამაძე-გიორგი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “კურიერისთვის” ცნობილი ხდება სოციალურ ქსელებში მიმოწერა იმ პირებს შორის, რომლებიც 19 ივნისის ღამეს ნარეკვავში დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

აღნიშნული მინაწერები საქმის 19-ე ტომში დევს, ამ მინაწერებით ირკვევა, რომ გიორგი ქათამაძე საკუთარ მეგობარს სწერს, თუ რა მოხდა დაბადების დღეზე და რა დაზიანებები აქვს მას და კოკო ღიბრაძეს (ე.წ. დიჯეის) მიღებული.

 

გიორგი ქათამაძე – “მკლავდნენ, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტყდა.

1 ნაკერი წარბზე, ნაკერები ყურის უკან, მეგონა, რომ დამბრიდავდნენ. იქ ყველა ერთად მოგვახტა და ჩავუვარდით ხელში, შარზე იყვნენ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე მოდიოდნენ”.

ქათამაძის მეგობარი – “ესე როგორ გაგიმეტეს?

ან ის შენი ახლობელი სად არის, ამდენ ხანს, რომ არ გამოჩნდა—”

გიორგი ქათამაძე – “არ ვიცი, მე არ ვიცნობდი,

მინდორში ვეძებეთ ბიჭო, ხო არ დაბრიდესმეთქი”

ქათამაძის მეგობარი – “ჩემი ძმაკაცი როგორაა, დაჭრილიაო თუ რაღაც?”

გიორგი ქათამაძე – “ის მაგარი ნაცემია, მარა სახეზე არა

ფეხში ოდნავ დაჭრეს, გასმული აქვს.

ჯინსი შემოეხა, პირდაპირ ბიტებს თავში გვირტყავდნენ

თან ბიჭო, ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა, პროსტა

ჩვენთან აღმოჩნდა, გაიქცნენ.

გაგდებული ყავდა კოკო და შევვარდი.

წავიდნენ, დაბრუნდნენ და გავექეცით

რომ დავეჭირეთ, მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო”- წერს გიორგი ქათამაძე მეგობარს ტრაგედიის ღამეს.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის 18- ტომში კონსტანტინე ღიბრაძის (.. დიჯეის) სოციალურ ქსელში მინაწერებიც დევს, სადაც ღიბრაძე თავის მეგობარს დაპირისპირების პირველ ვერსიას უყვება და აღწერს, როგორ დაიწყო პირველი დაპირისპირება.

 

კოკო ღიბრაძე – “როგორც გავიგე ვიღაცეებში შელაპარაკების ნიადაგზე.

ჩვენ არ ვყოფილვართ მანდ,

მანამდე იყო უბრალოდ შენიშვნები,

მე მითხრეს მთვრალებმა ეე დიჯეიო

და ავუხსენით, რომ მეთქი მეც იუბილარის მეგობარი ვარ თქო

და არაფერი რამე ზედმეტი”

კოკო ღიბრაძის მეგობარი – “არ იცნობდი იმათ ხო?”

კოკო ღიბრაძე “ნახალოვკელებს არა, მოკლედ გადაეკიდნენ ვახოს

და ანაც შეიყვანეს სიცრუეში”

კოკო ღიბრაძის მეგობარი – “ისიც ვიცით, ვინც გამოიძახა ეგ მკვლელები! და ისიც დაისჯება. სხვათა შორის ისიც გაეკიდა გიოს.”

კოკო ღიბრაძე – “აი პროსტა ვერ ვხვდები რა ინტერესი ქონდათ ჩვენი ან გიოსი”

 

ეს არის სოციალური ქსელებიდან ამოღებული ის მიწერ-მოწერა, სადაც ტრაგიკული ღამის დეტალებს საქმის ფიგურანტები იხსენებენ.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები