LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რეკომენდაციებით არ მოვსულვარ, უნდა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას: გვარამია

100
ნიკა-გვარამია-e1580399271167

“შევალთ და გავარკვევთ ყველაფერს, აქამდე ვერაფერს ვერ გეტყვით.” – ასე განაცხადა ჟურნალისტებთამ მხიეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რომელიც გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა.

სააკაშვილმა ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოვიდნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს გადაყვანა: ხერხეულიძე

მისი თქმით, ის არ მისულა რეკომენდაციებით და დაელოდებიან სააკაშვილის პოზიციას:

“მე არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს ახლა რელევანტური არ არის, უნდა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას.

დამირეკეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან, მთხოვეს მოსვლა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, რომელიც ძალიან მალე მოვა. შევალთ და გავარკვევთ ყველაფერს, აქამდე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ჩემი პოზიცია გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მაქვს, მაგრამ ეს რელევანტური არ არის.” – თქვა გვარამიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ იქ მივიდნენ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g