LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი სავარძელში დასვა?” – ნაწყენი კუხიანიძე “ქართულ ოცნებაში” კორუფციაზე საუბრობს

207
1576497624-5df7757d7094d

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება” ვერ იტანს კორუფციასთან მებრძოლ ადამიანებს და განმარტავს, რომ პარტიის აღნიშნული ნაწილი, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას აფერხებს.

„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში? ისევ პარტიაში, ბატონი ბიძინას გვერდზე ზის და მისი მრჩეველია. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს? რატომ ისარგებლა პარტიაში კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრევოლუცია აქვს მოხდენილი „ქართულ ოცნებაში“ და არ აძლევს საშუალებას ნორმალური, დემოკრატიული პროცესები განვითარდეს,“ – აცხადებს ერეკლე კუხიანიძე.

ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს

კუხიანიძემ ასევე ისაუბრა ლევან ხაბეიშვილზე და აღნიშნა, რომ ენმ-ს წევრი ყოველ გამოსვლაზე მის ოჯახს მოიხსენიებს როგორც მოღალატეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დეპუტატ ხაბეიშვილზე ხელით შეხება დაუშვებელია.

„ბატონ ლევანს მე არაერთხელ მივმართე და ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო ყველასთვის. ვამბობდი, რომ ოპოზიციის კრიტიკის გარეშე ქვეყანა დაიღუპება, ვთხოვდი მას ცირკები არ გაემართა, ემსჯელა ნორმალურად და მეც მაინტერესებდა რას ლაპარაკობდა. სრულიად დაუშვებელია რაც გააკეთეთ ბატონი ლევან ხაბეიშვილის მიმართ, ხელით შეხება დეპუტატზე არის მიუღებელი. ბატონი ხაბეიშვილი ყოველ გამოსვლაზე ჩემს ოჯახს ეხება, მე მომიხსენიებს როგორც მოღალატეს და ჩემთან არ შემოდის დიალოგში. როდესაც ის მორალზე ლაპარაკობს, პირველ რიგში საკუთარს მიხედოს,“ – აღნიშნა ერეკლე კუხიანიძემ.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში – ნაცემია ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები