LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე სახლში ვბრუნდები, დამხვდით – მოწამვლიდან ხუთი თვის შემდეგ, ნავალნი რუსეთში ბრუნდება

71
BeFunky-collage (5)

ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობს, რუსეთში ბრუნდება. ამის შესახებ მან განცხადება თავად გაავრცელა.

“კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა, ჩემს წინაშე არც არასდროს დამდგარა. უბრალოდ, იმიტომ რომ, მე არც წავსულვარ. მე გერმანიაში აღმოვჩნდი და იქ სარეანიმაციო ყუთით ჩავედი, მხოლოდ ერთი მიზეზით: მათ ჩემი მოკვლა სცადეს. მე გადავრჩი.

ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, თავის ბუნკერში ყვირის და მსახურებზე ბრძანებებს გასცემს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა არ დავბრუნდე. მსახურებიც ჩვეულებრისამებრ იქცევიან და ჩემ წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს კერავენ.

რას აკეთებენ ისინი ნაკლებად მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია და მენატრება.

ამიტომ, დღეს დილით შევედი კომპანია Победа -ს საიტზე და ბილეთები ვიყიდე. 17 იანვარს, კვირას, მე სახლში ვბრუნდები “გამარჯვების” რეისით. დამხვდით,” – აცხადებს ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

“მე ვერ ვცნობდი ხალხს და არ მესმოდა, როგორ უნდა მელაპარაკა”- ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g