14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მაშველებმა დღეს დილით მიაკვლიეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ“ – რას წერს მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე
უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში მეუღლესთან მიმოწერის ერთ-ერთ სქრინს ავრცელებს და წერს:
„მე შენი ერთადერთი ვიქნები უტა სიცოცხლის ბოლო წუთამდე“, – წერს გვანცა გოროზია.

ცნობისათვის, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.