LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე უკვე ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს აზრი მაინტერესებდეს“ – 81 წლის ბარბრა სტრეიზანდი ვიზუალის გამო კრიტიკას პასუხობს

194
page

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ბარბრა სტრეიზანდმა გამოცემა  The New York Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და  გარეგნობის გამო კრიტიკას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას სრულებითაც არ ადარდებს, თუ რას ფიქრობს საზოგადოება და თვლის, რომ თვითგამოხატვა არანაირ კავშირში არ არის ადამიანის ასაკთან.

„მე უვე ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს აზრი მაინტერესებდეს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი ნებისმიერი საშუალებით გამოხატონ, იქნება ეს ტანისამოსი, მაკიაჟი თუ სხვა რამ. ადრე მადარდებდა სხვების აზრი, ახლა აღარ მაინტერესებს“, – აცხადებს 81 წლის ვარსკვლავი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში არტისტი ბევრჯერ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის საკუთარ ასაკთან შედარებით შეუსაბამოდ იცვამს.

შეგახსენებთ, ახლახან სტრეიზანდმა ბიოგრაფიული წიგნი, „მე მქვია ბარბრა“ გამოუშვა. მემუარებთან ერთად არტისტმა ორ ალბომიც გაავრცელა, მათი სახელწოდებაა,  Columbia Records და Legacy Recordings.

ბარბრა სტრეიზანდი მემუარებთან ერთად ორ ალბომს გამოუშვებს

„მე მქვია ბარბრა“- 80 წლის ბარბრა სტრეიზანდი ბიოგრაფიულ წიგნს უშვებს

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები