LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია, მადლობა, შვილო“ – თინათინ ჭულუხაძე შვილს, „რანინელ“ მათე მარტიაშვილს ემოციურად მიმართავს

990
მათე მარტიაშვილი

საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გასული ეპიზოდი, სხვა ტურების მსგავსად, აუდიტორიისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მსმენელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ბავშვების ხუთეულმა, რომლებმაც სიმღერები ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შეასრულეს.

შეუდარებელი იყო მათე მარტიაშვილიც, რომელმაც ჯანსუღ კახიძის „ოღონდ შენთან მამყოფინა“ იმღერა.

ვიდეო: ,,ამ ბავშვმა დამატკბო…ხმა, შესრულება, მანერა, გარეგნობა, საოცრებაა” – მათე მარტიაშვილისა და ,,შავნაბადას” ნამღერი „ოღონდ შენთან მამყოფინა”

აღსანიშნავია, რომ მათე 2006 წლის „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის შვილია.

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

თინათინ ჭულუხაძე „რანინას“ აღნიშნული ტურის შემდეგ შვილს სოციალურ ქსელში ემოციურად მიმართავს და მას მადლობას უხდის:

„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია…

მათე, უფლის მფარველობა გქონოდეს მუდამ, არასდროს, არასდროს დაივიწყო ის ქართული, ის ეროვნული, რაც ესოდენ გშვენის. მადლობა, შვილო…

დათო [დავით ცინცაძე] დაუსრულებელი მადლობა შენ“, – წერს თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში.

მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია… მათე, უფლის მფარველობა გქონოდეს მუდამ, არასდროს, არასდროს დაივიწყო ის…

Posted by თინათინ ჭულუხაძე on შაბათი, 20 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g