LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი“ – რატი წვერავას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ

221
რატი წვერავა 23

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით იმუქრებოდა და ცდილობდა ოპერატორს თავს დასხმოდა.

„მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი ჩელენჯს გიცხადებ, მოდი შევხვდეთ, სადაც გინდა, როცა გინდა,“  – ყვიროდა თავდამსხმელი.

მომხდარზე რატი წვერავამ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციას უკვე მიმართა.

„კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა, დანა ჰქონდა ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

ცდილობდა, თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა“. – ჰყვება რატი წვერავა.

„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება. – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“. – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები