„სილამაზე არის ის, როცა რჩები ისეთი, როგორიც ხარ“ – თქვა სტერეოტიპებთან მებრძოლმა ჟან პოლ გოტიემ და ამ აზრის განსამტკიცებლად, იმ ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად, რაც გვალამაზებს, 1993 წლიდან პარფიუმერიის საკუთარი ხაზი შექმნა. მას შემდეგ გოტიეს სუნამომიპკურებული ქალები ერთდროულად დახვეწილებიც არიან და ექსტრავაგანტურებიც, მეამბოხეებიც და საოცრად მგრძნობიარეებიც – თავისუფლებას სხვაგვარი სურნელი, ალბათ, ვერც ექნებოდა.
Classique-ს, პირველი თავბრუდამხვევი არომატის შექმნიდან 30 წლის თავზე, ბრენდი „ჟან პოლ გოტიე“ ქალებს ახალ სუნამოს სთავაზობს, სუნამოს, რომლითაც ფრანგული მოდის „დაუმორჩილებელი ბავშვი“ 21-ე საუკუნის არსებებს ეუბნება, რომ იყვნენ ქალღმერთები.
Divine თანამედროვე ქალის თავდაჯერებულობითა და მტკიცე ხასიათითაა შთაგონებული. სუნამო, რომელიც მარილიან კოცნას უკვე შეადარეს, ცნობილმა პარფიუმერმა, კუენტინ ბიშმა შექმნა.
ვიდრე მარილიანი კოცნის საკუთარ კანზე გამოცდას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ Divine 100%-ით ვეგანურია (არ შეიცავს ცხოველურ ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და ის მომზადების არც ერთ ეტაპზე არ გამოუცდიათ ცხოველებზე) და მისი ინგრედიენტების 90% ბუნებრივი წარმოშობისაა.
რაც შეეხება სუნამოს ფორმულას, ის თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ყოფნის განცდას დაგიტოვებთ – კანზე ერთდროულად შეიგრძნობთ მზის სხივებისა და ზღვიდან მონაბერი ქარის შეხებას, შროშანის სინაზესა და ჰაეროვანი ბეზეს სიტკბოს… Divine-ს სურნელში გახვეული თავს თვალისმომჭრელად იგრძნობთ… Divine-თან ერთად თქვენი ხასიათის მრავალფეროვნებით მოინუსხებით…
Divine თვალსაც ახარებს. ღვთაებრიობის განცდა ბრენდის საკულტო ქმნილებაში – კორსეტშია მოქცეული. ოქროსფერი ფლაკონით ძლიერი ქალებისა და ბრენდის კონცეფციის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოიხატა. Divine ძვირფას სამკაულს ჰგავს…
Divine უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი. გოტიეს ახალი სუნამო პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელმა „ისი პარიმ“ წარადგინა. ღონისძიებას, რომელსაც რესტორანმა „თეატრმა“ უმასპინძლა, ინფლუენსერები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოქროსფერი დღესასწაულის მთავარ შოუმდე სტუმრებმა ახალი სუნამოს ფლაკონის იდენტური კორსეტი მოირგეს, ოქროსფერი მაკიაჟი მოსინჯეს, მხიარული ფოტოები გადაიღეს, Divine-ს არომატით შთაგონებული კოქტეილები დააგემოვნეს და პერფორმანსებითა და მოცეკვავეების შოუებით გაფორმებული ვახშმითაც ისიამოვნეს. ახალი სუნამოს კონცეფცია საღამოს ყველა დეტალში იგრძნობოდა.
ღონისძიების კულმინაცია, ცხადია, Divine-ს წარდგენა იყო. პრეზენტაციას, რომელსაც „ისი პარის“ პიარისა და კონტენტის მენეჯერი ლინა ქალდანი გაუძღვა, შთამაგონებელი აქტივობებით იყო სავსე, იმ აქტივობებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ქალის მნიშვნელობასა და საკუთარი თავის ისეთად შეგრძნებას, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ღონისძიების ბოლოს სტუმრები Divine-ის მინი ვერსიებით დასაჩუქრდნენ და ოქროსფერი ფეიერვერკის ფონზე კიდევ ერთხელ მოისმინეს, რომ „გოტიეს სამყაროში ქალები ქალღმერთებად ცხოვრობენ…“
(R)