მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მზარდ ემიგრაციაზე წერს და საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.
წერს, რომ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები წლებია ემიგრაციაში არიან წასულები.
„დღეს დილით ძალიან ძვირფასი მეგობრები გავაცილეთ ამერიკაში. დიდი ხნით.
შვიდკაციანი სამეგობროდან ორი უკვე ემიგრაციაშია, ერთი ძალიან მალე მიდის და დანარჩენებიც, გვინდა არ გვინდა, სულ ვფიქრობთ ხოლმე ამ თემაზე.
აეროპორტიდან მომავალ გზაზე კიდევ ერთი მეგობრის სახლს ჩავუარე. ის საფრანგეთშია წასული. უკვე რვა წელია.
ჩემი დაც პარიზში ცხოვრობს. ათ წელზე მეტია.
ჩვენთან ისეთი მძიმე, უიმედობითა და უპერსპექტივობით გაჟღენთილი ჰაერია, რომ სულ უფრო და უფრო რთულდება ამ ყველაფერთან გამკლავება.
„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთ აზრზე ყოფნა…პატარ-პატარა ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და ვკარგავთ გზას…არჩევანი მარტივია” – მებო ნუცუბიძე
„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთ აზრზე ყოფნა…პატარ-პატარა ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და ვკარგავთ გზას…არჩევანი მარტივია” – მებო ნუცუბიძე
სულ უფრო და უფრო ძნელდება აქ დასარჩენი მიზეზების პოვნა და მათზე ჩაბღაუჭება. ქვეყანა იცლება და ის ხალხი, ვისაც კარგი საქმეების კეთება და ცვლილებების მოტანა შეუძლია, სამუდამოდ ემიგრაციაში მიდის.
ჩვენ კი, ვინც აქ ვრჩებით, ისევ ვაგრძელებთ ერთმანეთის ზიზღს, ერთმანეთის ჭამას და თეთრსა და შავზე დავას.
და ვერაფერზე ვთანხმდებით.
აბსოლუტურად ვერაფერზე.“ – წერს მუსიკოსი.
„არ ვიცი რა ხდება“, „არ მაინტერესებს“, „არ მეხება” და მსგავსი ფრაზები დანაშაულია – მებო ნუცუბიძე
დღეს დილით ძალიან ძვირფასი მეგობრები გავაცილეთ ამერიკაში. დიდი ხნით. შვიდკაციანი სამეგობროდან ორი უკვე ემიგრაციაშია,…
Posted by Mebo Nutsubidze on Monday 13 May 2024