„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარებს.
“დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. “მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ, ეგრევე ჩამოვალ”. მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ”, – წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 3 ნოემბერს ზუგდიდში გამართულ აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს.
გარდა ამისა, მან მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ კომპანიის ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება მუნიციპალიტეტში დატოვონ.