LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია – ტიკარაძე

139
აგ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები ჰქონდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.

“თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია, ალბათ, აკვირდებით რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ “ასტრაზენეკას” ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც “ფაიზერს”.- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკატაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა “ასტრაზენეკას” ვაქცინა პირდაპირ ეთერში, საჩხერის კლინიკაში გაიკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g