თამაზ მეჭიაურს ეგონა, რომ არმაზ ახვლედიანს პარტია უკვე დატოვებული ჰქონდა, ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მეგონა, მას უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, რადგან ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და ა. შ. მეგონა, მაშინვე დატოვა პარტია“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პარტია სხვებმაც დატოვონ.
„ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს, ზოგიერთს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები შესაძლებლობა და მეტი ამბიცია. ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს, რაც სურს, პარტიას ტოვებს. შეიძლება ვიღაც გაერიდოს ამა თუ იმ პარტიას და სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა“, – განაცხადა დეპუტატმა.