LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭიაური ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა ძალიან შემცირდება

194

თამაზ მეჭიაური არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ისინი სამართალდამცველებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვისკენ მოუწოდებენ.

მეჭიაური ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს მისი განცხადებებისა და ინტერვიუების მასალად გამოყენება შეუძლიათ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეპუტატის თქმით, მალე მათი რაოდენობა ისე შემცირდება, რომ „პლაკატების დამჭერები აღარ ეყოლებათ.“

„თუ ნახეთ, პლაკატები უკვე დააპატარავეს, რადგან დამჭერები აღარ ჰყავთ,“ – აღნიშნა მეჭიაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g