LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭიაური ფიქრობს, რომ რობი უილიამსის ნაცვლად კარდაშიანი, ან ლოპესი უნდა ჩამოეყვანათ

68

თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ რობი უილიამსის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას კიმ კარდაშიანი, ანდა – ჯენიფერ ლოპესი ჩამოეყვანა. დეპუტატის თქმით, ასეთ შემთხვევაში მთავრობის მენეჯმენტი უფრო სწორი იქნებოდა.

”ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, ჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების – აგერ, ოპერატორები რომ დგანან, ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g