მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სასურველი მუსიკის მოსმენა ბევრ ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიამოვნებასთან ასოცირდება, მათ შორის სექსთან ან გემრიელი საკვების მიღებასთან. კვლევის შედეგი ავტორიტეტულმა ჟურნალმა Nature გამოაქვეყნა.
ჩატარდა გამოკითხვა, რომელში მონაწილეებიც მუსიკის მოსმენას ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად ასახელებდნენ. ბევრმა მათგანმა ის ფულზე, საჭმელსა და ხელოვნების სხვადასხვა სახეობაზე მაღლაც კი დააყენა.
გამოკითხვის ავტორებმა ისინი ორ ნაწილად გაყვეს: ერთ ნაწილს პრეპარატი „ნატრეკსონი“ მისცეს, მეორე ჯგუფს კი – პლაცებო. ამის შემდეგ მონაწილეებს მათ საყვარელი სიმღერის ჩართვა სთხოვეს და მათ რეაქციებს, მიმიკას, სუნთქვის სიხშირეს, პულსსა და სხვა მაჩვენებლებს დააკვირდნენ.
მათ, ვინც მიიღო პლაცებო, სახის კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, ხოლო „ნატრეკსონის“ ნაწილმა ვერაფერი იგრძნო და სიმღერის მოსმენისას ისეთივე მშვიდად იყვნენ, როგორც მანამდე.
მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ მუსიკა კმაყოფილების სისტემას ასტიმულირებს, კერძოდ კი ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ჭამის, სექსის ან ალკოჰოლის შედეგად სიამოვნებას გვგვრის. საყვარელი სიმღერის მოსმენა დროებით პრობლემებს გვავიწყებს და ორგანიზმში კმაყოფილებისა და კომფორტის ჰორმონებს: სეროტონინს, დოფამინს, ოქსიტოცინსა და პროლაქტინს ამაღლებს.

