მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც ევროკავშირის სპეციალისტებიც შედიან, შეიმუშავა გენეტიკური ტესტი, რომელიც მაღალი სიზუსტით წინასწარმეტყველებს ბავშვებში სიმსუქნის განვითარების ალბათობას. მეთოდი დნმ-ში 1.3 მილიონზე მეტ მცირე მუტაციას აანალიზებს, წერს Baptist Health news-ი.
ტესტის საფუძველია მასშტაბური კვლევა, რომელიც 5 მილიონი ადამიანის მონაცემებს მოიცავს. მეცნიერებმა გამოავლინეს ათასობით გენეტიკური მუტაცია, რომელიც ზედმეტ წონასთან არის დაკავშირებული. მათი კომბინაცია სიმსუქნისადმი მიდრეკილებას 80%-მდე სიზუსტით ადგენს.
ტესტი განსაკუთრებით ეფექტურია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა გენეტიკური ფაქტორები უმთავრეს როლს თამაშობს, ხოლო კვება და ცხოვრების წესი – სიმსუქნის სხვა მიზეზები – ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული. გენეტიკური ანალიზის და გარე ფაქტორების გაანალიზება სიზუსტეს ორმაგად ზრდის.
ტესტის შემუშავება ახალ შესაძლებლობას ქმნის სიმსუქნის ადრეული პროფილაქტიკისთვის. ექიმებს შეეძლებათ ბავშვის კვებისა და ჩვევების კორექტირება მანამდე, სანამ ზედმეტი წონა პრობლემად იქცევა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტესტი მალე კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება.