LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების მეთოდს მიაკვლიეს – კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა, ახალი მეთოდის შესაძლებლობები და მკვლევართა ჯგუფის მოლოდინები

430
კიბოს უჯრედები

Science alert – ის ცნობით, მეცნიერებმა თაგვებში კიბოს უჯრედების 99% მოლეკულების ვიბრირებით გაანადგურესმიგნებამ შესაძლოა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შესაძლებლობები შექმნას.

ახლო-ინფრაწითელი სინათლით სტიმულირებისას, ამინოციანინის მოლეკულების სინქრონული ვიბრაცია საკმარისი აღმოჩნდა კიბოს უჯრედების გარსის დასარღვევად.

ლაბორატორიაში გაზრდილ კიბოს უჯრედებზე ტესტირებისას, ამ მეთოდმა კიბოს უჯრედები 99-პროცენტიანი მაჩვენებლით გაანადგურა. მიდგომა ასევე დატესტეს მელანომის მქონე თაგვებზე, რომელთაგან ნახევარი კიბოსგან სრულად განიკურნა, რაც მკვლევრების განცხადებით, ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანს ხდის და არის ხელშესახები პოტენციალი მომავალში არაინვაზიური კიბოს მკურნალობისათვის.

ვიდეო: ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ

კომპანია Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს.

მკვლევრების განმარტებით, ახლო ინფრაწითელ სინათლეს შეუძლია ქსოვილებში უფრო ეფექტურად შეაღწიოს, ვიდრე ხილული სინათლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანოებსა და ძვლებში ძნელად მისადგომი სიმსივნეები შესაძლოა ხელშესახები სამიზნე იყოს ოპერაციის გარეშე.

მეცნიერები ამბობენ, რომ კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ამ პერსპექტიულ, ახალ მიდგომას, თავისუფლად შეუძლია ამ დაავადების წინააღმდეგ არსებული თერაპიების შევსება.

რაისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ახალი მიდგომა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას :

„დადასტურდა კავშირი დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის“ – რა დასკვნა დადეს მეცნიერებმა 20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად

აღმოჩნდა, რომ კვლევის თანახმად დეპრესიით დაავადებულები შედარებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევიან.

„ეს გახლავთ სრულიად ახალი თაობის მოლეკულური აპარატები, რომლებსაც მოლეკულურ ბურღებს ვუწოდებთ. ისინი მილიონჯერ უფრო სწრაფები არიან მექანიკურ მოძრაობაში, ვიდრე წინა, ფერინგას ტიპის როტორები და მათი აქტივაცია შესაძლებელია არა ხილული სინათლით, არამედ ახლო-ინფრაწითელი სინათლით“, – განმარტა ქიმიკოსმა ჯეიმს ტურიმ.

კვლევა Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა.

Scientists Killed 99% of Cancer Cells By Vibrating Molecules Scientists have discovered a groundbreaking method to…

Posted by Hashem Al-Ghaili on კვირა, 01 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g