LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა „ოსკარის“ მიღების „რეცეპტი“ დაასახელეს

60

კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ოსკარზე“ გამარჯვების „ფორმულა“ დაადგინეს – მათ ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს ის თუ რა სჭირდება მსახიობს იმისთვის, რომ სანატრელი პრიზი მიიღოს.

მეცნიერებმა შეისწავლეს გასული წლების გამარჯვებების ისტორია და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: პრემიის მისაღებად უნდა იყო წარმოშობით ამერიკელი მსახიობი, ხოლო ფილმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებ, ამერიკულ კულტურაზე უნდა იყოს. სწორედ ამით ახსნეს მათ წლევანდელი „ლა ლა ლენდის“ პოპულარობა – ჰოლივუდის ინდუსტრიისთვის ის „შინაური“ ფილმია.

კვლევის დროს, მეცნიერებმა „ოსკარის“ 480 და BAFTA-ს 428 ნომინანტი გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ამერიკელი მსახიობები პრემიას ყველაზე ხშირად იღებენ – თუნდაც დიდ ბრიტანეთში.

ამერიკელი ვარსკლვლავების 88%, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში ამერიკულ კულტურაზე, „ოსკარი“ აქვს მიღებული, ხოლოს ისეთი მსახიობების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მონაწილეობა არაამერიკული თემატიკის პროექტებში მიიღეს და „ოსკარის“ ლაურეატები გახდნენ,  26% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები