RSNA – ს ცნობით მეცნიერებმა შექმნეს AI სისტემა სახელად AsymMirai, რომელიც ძუძუს კიბოს რისკის პროგნოზირებას, ხუთი წლით ადრე შეძლებს – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც Radiology-ში გამოქვეყნდა.
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი გამარტივებული ალგორითმი, მამოგრაფიაზე აღბეჭდილი მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილებს შორის განსხვავებებს აანალიზებს.
კვლევის ავტორის, ჯონ დონელის თქმით, ამ მეთოდის გამოყენება კიბოს გრძელვადიანი პროგნოზირებისას ადრე ნაკლებად იყო გავრცელებული.
„ჩვენ შევიმუშავეთ AI მეთოდი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ 1-დან 5 წლამდე დროში ძუძუს კიბოს პროგნოზირება მოხდეს მამოგრაფიის საფუძველზე. AsymMirai ბევრად უფრო მარტივია და გაცილებით ადვილად გასაგებია“, – განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა ჯონ დონელიმ.
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების მეთოდს მიაკვლიეს – კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა, ახალი მეთოდის შესაძლებლობები და მკვლევართა ჯგუფის მოლოდინები
მკვლევრებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალ გზას მიაგნეს.
კვლევაში, რომელიც მოიცავდა 210 000-ზე მეტ მამოგრაფიას, ხაზი გაესვა ძუძუს ასიმეტრიის კლინიკურ მნიშვნელობას კიბოს რისკის პროგნოზირებაში.
„ჩვენი აღმოჩენით დავინახეთ, რომ Mirai იყენებს მარცხენა და მარჯვენა მხარეების შედარებებს, რაც დაგვეხმარა შესაძლებლობაში, შევქმნათ ბევრად უფრო მარტივი ქსელი, რომელიც ასევე აკეთებს შედარებებს მხარეებს შორის“, – განმარტა კვლევის ავტორმა.
წამყვანმა მკვლევარმა ჯონ დონელიმ აღნიშნა, რომ AsymMirai შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგია შესაძლოა დაეხმაროს ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სტრატეგიების გაუმჯობესებას.
მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა: ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მხოლოდ ხმით ახდენს არტერიული წნევის პროგნოზირებას!
მეცნიერების თქმით, ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გარდაქმნას ჯანდაცვა.
„ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ მაღალი სიზუსტით შევაფასოთ, ჩამოუყალიბდება, თუ არა ქალს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში, მხოლოდ მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილის ადგილობრივი განსხვავებების საფუძველზე,“ – განაცხადა დონელიმ.