LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მთვარეზე გადაყვანა სურთ

129
Screenshot-2021-06-09-134313

ამერიკელ მეცნიერებს სურთ, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველები მთვარეზე გადაიყვანონ. სტატია, სადაც ეს იდეა გაჟღერდა, სამეცნიერო ჟურნალმა BioScience-მა გამოაქვეყნა.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი მერი ჰაგედორნი ხელმძღვანელობს, წარმოადგინა საცავის გეგმა, რომელიც მთვარის ზედაპირზე უნდა გაშენდეს. სპეციალისტთა აზრით, ასეთი ნაბიჯი უიშვიათესი სახეობების გადარჩენის საუკეთესო გზაა, რამეთუ ეს ცხოველები თუ ფრინველები დედამიწაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

საცავის მოწყობა მთვარის ერთ-ერთ პოლუსზეა შესაძლებელი, რადგან ეს პოლუსები მუდმივად ჩრდილში არიან. ტემპერატურა -196 გრადუსია ანუ საცავი გარკვეული მაცივრის ფუნქციასაც შეითავსებს. მთვარე მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ ბიოლოგიური ნიმუშები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინახონ, თანაც ადამიანების მონაწილეობის გარეშე და გაგრილებისთვის ენერგიის წყაროს აუცილებლობაც არ იქნება.

გარდა ამისა, ასეთი საცავი სხვა საშიშროებებისგანაც დაცულია, ისეთის როგორიცაა მაგალითად – სტიქიური უბედურებები, კლიმატის ცვლილება და გეოპოლიტიკური კონფლიქტები.

პროექტის ავტორებს გარკვეული ფაქტორები მაინც აშინებთ, თუნდაც ის თუ რამდენად მოხერხდება ნიმუშების მთვარეზე უსაფრთხოდ გადატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები