LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცოლა: როდესაც 10 ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს, არის მომენტი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან, დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით

79
რობერტა მეცოლა

„ძალიან ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ. იმ უამრავ გამოსვლას შორის, რომელიც დღეს გვესმის, ვფიქრობ, არის ერთი მთავარი გზავნილი: ევროპის მომავალი ჯერ კიდევ დაუწერელია და ჩვენი ისტორია თქვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ „24 თებერვალს რუსეთის მიერ წამოწყებულმა შუა საუკუნეების მსგავსმა აგრესიამ მსოფლიო შეცვალა“.

„24 თებერვლის შემდგომი სამყარო სულ სხვაა. უფრო საშიში. ევროპის როლი მასთან ერთად შეიცვალა. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. როგორ ვუპასუხეთ შემოჭრას და როგორ უნდა გავაგრძელოთ რეაგირება, ჩვენი ღირებულებების ტესტია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში და არც ერთი წინადადება არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. რა პროცესიც არ უნდა იყოს საჭირო, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

როგორც მანვე აღნიშნა, კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც მისი ქვეყანა მალტა და კიდევ 9 ევროპული სახელმწიფო ევროკავშირს შეუერთდა.

„ეს გრძნობა, რომელიც 18 წლის წინ მქონდა, როდესაც 10 ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს, არის მომენტი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან. დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით.

ცხადია, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი გზა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ევროპის ძალის გამოთავისუფლების, რათა შევცვალოთ ევროპა უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა.“– განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ჰარცელი: EU საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები