ცნობილი ექიმი, მედეა ზირაქაშვილი მარი მალაზონიას გადაცემას სტუმრობდა და კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:
“კაცობრიობას ბოდიშის მოხდა მოუწევს ჩვენი ხანდაზმული მოსახლეობისთვის, რადგან თავიდან არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. ამან ის გამოიწვია, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა სხვანაირად იგრძნეს თავი, ყველა მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ კოვიდინფექციის 80% არ მიდის ისე მძიმედ, როგორც ამას გვეუბნებოდნენ. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც 102-103 წლის ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობა. აუცილებლად უსმინონ იმ ადამიანების გამოცდილებას, ვისაც ჰქონდა ეს პრობლემა და ვინც გამოჯანმრთელდა. ის, რომ ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური თვალსაზრისით. ვიხვეწებით, ნელ-ნელა მოდის ინფორმაცია, შემოვა ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთ პირველებს რისკჯგუფებს გაუკეთდებათ. საკუთარი ჩივილების გამოხატვა და ემოციური მხარდაჭერა ასეთ შემთხვევაში უმნიშნელოვანესია…”