LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის ლიდერი კომპანია გახდა – ბათუმში „ქართული ბრენდის დღე“ გაიმართა

1011
ბრენდის დღე

მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის ლიდერი ბრენდი გახდა. სტატუსი ჰოლდინგმა „ქართული ბრენდის დღე ბათუმი 2023“-ის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა. „ფორტუნას“ გარდა, ნომინაციაში კიდევ 5 კომპანია დასახელდა.

„ქართული ბრენდის დღის“ უცვლელი ნომინაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ-პერსონა.

„ოცი წლის წინ, როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდის“ მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა, იმდენად უცხო იყო ეს სიტყვა საზოგადოებისთვის, დღეს კი უკვე ბაზარზე ისეთი ქართული ბრენდები არსებობენ, რომლებმაც შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს.

„ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში, და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. პროექტის წარმატებულად განხორციელებაში უდიდესი როლი აქვს ბერმელს, რომელიც „ქართული ბრენდის დღე – ბათუმი 2023“ ვერცხლის სპონსორია “, – აღნიშნა პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მანანა გეგიძემ.

პოპულარული პროექტი „ქართული ბრენდის დღე“ თავისი 20 წლიანი ისტორიის ახალ ფურცელზე გადავიდა – პროექტი ამიერიდან წელიწადში ორჯერ ჩატარდება – თბილისსა და ბათუმში. წელს პირველად, „შერატონი ბათუმში“ „ქართული ბრენდის დღე – ბათუმი 2023“ შედგა, რომლის მიზანი აჭარის და მის მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესების წარმოჩენაა. ასევე აჭარაში დაგეგმილია შუალედური პროექტის, ბრენდების მარათონის ჩატარება.

„ქართული ბრენდის დღის“ ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ პროექტის ვერცხლის სპონსორია, სპონსორები – „წინანდალი რეზორტი“ და ხელოვნების სახლი „თორო“. საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, “იმედი,” „რუსთავი 2“, „აჭარის ტელევიზია“, „პრაიმ ტაიმი“, ჟურნალი „სარკე“, fortuna.ge, ambebi.ge, 2020NEWS.GE

„ქართული ბრენდის დღე ბათუმი 2023“-ის გამარჯვებული კომპანიები:

ნომინაცია „ლიდერი“

1. ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“
3. მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“
4. საკონდიტრო „დონა“
5. საბავშვო-გასართობი სტუდია „ბასტი ბუბუ“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

6. აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“
7. სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე“
8. სამეჯლისო ცეკვების სტუდია LAS VEGA
9. ხელოვნების სტუდია „ლიმპოპო“
10. “კომორები“ ბაკურიანი რეზორტი
11. სასტუმრო კომპლექსი „კოლხიდა”

ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“

12. მინერალური წყლის კომპანია “კოკოტაური”
13. სასტუმრო „ქუთაისი ინნ”
14. დიზაინერი სოფია ბაკურიძე
15. ვებპორტალი „სარკენიუსი“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“

16. გადაცემა “ერთი დღე სოფელში”

ნომინაცია „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“

17. ფესტივალი “ღამის სერენადები”

ნომინაცია „ისტორიული ბრენდი“

18. რადიო აჭარა

ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“

19. ვახტანგ ღლონტი

ასევე დაჯილდოვდნენ:

20. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზი ექიმი ნინო ბუთბა;

21. თმის გადანერგვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დეა პაპასკირი;

22. პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტივისა და ბედნიერების პოპულარიზაციისთვის არსენ გვენეტაძე.

23. სპეციალური სიგელი გადაეცა მედია არტისტ ქრისტინე ტუსიაშვილს პროექტისათვის „ის, რაც ჩემშია“.

magti 5g