„უკრაინაში მდებარე კადიროველთა შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ჩეჩნური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უწყებებს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კადიროველების შტაბი უკრაინის შეიარაღებული ძალების სკოლაში იყო განთავსებული.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 100-მდე ადამიანი.
პარალელურად, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მოუწოდა, უკრაინა დატოვოს და სანამ გვიან არ არის, იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს:
„დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, სანამ გვიან არ არის, ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს მიწის პირისგან ქალაქი ჯოხარი (გროზნო).
თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალების და ბავშვების დასახოცად, არ დაგვიწყებიათ, ხომ?“- აღნიშნავს დანილოვი „ტვიტში“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში