LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: მაკრონი, შოლცი და მარიო დრაგი 16 ივნისს უკრაინაში ჩავლენ

78
მაკრონი, შოლცი და დრაგი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან – ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება.

ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს სამიტებამდე შედგება.

მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ ხაზი გაუსვან ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველად ეწვევიან.

მოგვიწევს თანაცხოვრება რუსეთთან ერთად ამ კონტინენტზე: ჯოზეფ ბორელი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები