სიდნეიში ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ახალი ფილმის „გამანადგურებელი“ პრემიერა შედგა. 51 წლის ვარსკვლავი ფილმის ჩვენებას 19 წლის დისშვილთან, ლუსი ჰოულთან ერთად დაესწრო. ლუსი 48 წლის ანტონია კიდმანის შვილია, რომელიც ავსტრალიაში ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია.
მედიაში წერენ, რომ ლუსი საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დეიდას. რაც ეხება თავად პრემიერას, კიდმანი „ერმანო სერვინოს“ თეთრ ანსამბლში იყო გამოწყობილი . ლუსი ჰოული კი, შავი ფერის კოქტეილის კაბაში.



