LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუსების მიერ უკანონოდ დეპორტირებული 46 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა

72
Untitled design (11)

რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული 46 უკრაინელი ბავშვი სამშობლოში დაბრუნდა. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივლისის მდგომარეობით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთში 5 100 ბავშვია დეპორტირებული.

„უკვე მოვახერხეთ 46 ბავშვის დაბრუნება. პირველი ნაბიჯი არის ბავშვების იდენტიფიცირება. ჩვენ ამას ყველანაირად ვცდილობთ. მერწმუნეთ, ეს არის ყველა შესაძლო მონაცემთა ბაზის შესწავლა და შემოწმება, როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და განათლების სფერო, რათა რაც შეიძლება მეტი მონაცემი შეგროვდეს დეპორტირებულ ან დევნილად გამოცხადებული ბავშვის შესახებ”, – აღნიშნა გერასიმჩუკმა.

მისივე თქმით, ვინაიდან უკრაინულ მხარეს არ აქვს წვდომა არც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სამძებრო სამუშაოებს ის საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომლებსაც ასეთი საქმიანობის მანდატი აქვთ.

“ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, სია შეავსოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით და საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცეთ”, – განაცხადა კომისარმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 1 032-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა.

2022 წლის 20 ივლისის დილის მონაცემებით, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა 353 ბავშვია, დაშავებულია 679 მოზარდი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g