LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო, არიან დაკავებულები

53
Untitled design (2)

ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, რუსეთის დიდ ქალაქებში აქციები დაიგეგმა.

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

ამ დროისთვის მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ზოგ ქალაქში უკვე დაიწყო და ამასთან, უკვე არიან დაკავებულებიც.

როგორც BBC-ს რუსული ბიურო წერს, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდედან და ხაბაროვსკიდან.

„როგორც The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი იუწყება, აქციები არც თუ ისე მრავალრიცხოვანია. ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა, არის დაპატიმრებები.

ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე მივიდა პლაკატით: „არა როსკომნადზორს“ (რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა კომპანია).

ბევრი გამოვიდა ბანერებით – „არა მობილიზაციას“.

ნოვოსიბირსკში კი აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოვიდა“, – წერს გამოცემა.

პარალელურად, მოსკოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსკოვში აქციებში მონაწილეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდებით. ეს ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული არ იყო“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პროკურატურის განცხადებითვე, უკანონო აქციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დასჯას, მათ შორის კი თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას.

უახლესი ცნობებით, საპროტესტო აქციებზე რუსეთის 14 ქალაქში დაკავებულია 97-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

განკარგულებამ რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და რუსეთის დიდ ქალაქებში აქციები დაიგეგმა.

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

„ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი“ – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მობილიზაციაზე

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

სააკაშვილი: დღეს პუტინმა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა დააჩქარა, აღიარა, რომ ომს აგებს და იყენებს ბოლო არგუმენტს – ბირთვულ იარაღს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g