LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუს სტუდენტებს ქვეყნის დასატოვებლად ცნობა დასჭირდებათ

33
Untitled design (1)

იმ რუსმა სტუდენტებმა, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში უნივერსიტეტიდან ცნობა უნდა წარმოადგინონ.

ამის შესახებ რუსული მედია ცხელი ხაზიდან, “122”-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

ამავე ინფორმაციით, იმ  შემთხვევაში, თუ სტუდენტი პარალელურად სარეზერვო აღრიცხვაზეა, გამგზავრების ნებართვა უნდა მიიღოს მისამართზე: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

„სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტების სტუდენტებმა, რომლებიც არ არიან რეზერვში და არ ექვემდებარებიან გაწვევას ნაწილობრივი მობილიზაციით, სჯობს აიღოთ ცნობა დეკანატიდან. თუ რეზერვში ხართ, მაშინ მოგიწევთ მიხვიდეთ სამხედრო სამსახურში და აიღოთ ცნობა სამხედრო მოსამსახურეობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი 21 სექტემბერს მოაწერა.