LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

163
რუსები

2022 წელს საქართველოში უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ 15 ათასი ბინა იყიდა. ინფორმაცია, პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი. ამ მონაცემებით, საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.

როგორც ინფორმაციიდან ჩანს, გასულ წელს ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი ფლობს ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობასაც. მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან (1,892 ბინა), მესამე ადგილზე კი – უკრაინის მოქალაქეები (1,321 ბინა).

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი – 6062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი;
2. ისრაელი – 1892 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1263 ადამიანი;
3. უკრაინა – 1321 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 880 ადამიანი;
4. ირანი – 650 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 382 ადამიანი;
5. თურქეთი – 473 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 307 ადამიანი;
6. ბელარუსი – 446 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 371 ადამიანი;
7. გერმანია – 424 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 325 ადამიანი;
8. აშშ – 376 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 246 ადამიანი;
9. ყაზახეთი – 294 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 237 ადამიანი;
10. სომხეთი – 285 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 203 ადამიანი.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

2023 წლის პირველი კვარტალში კი უცხოეთის მოქალაქეებმა 5,159 ბინა შეიძინეს, საიდანაც რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობა 2,187-ს შეადგენს. პირველი კვარტლის მონაცემები ასე გამოიყურება:

1. რუსეთი – 2187 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანი;
2. ისრაელი – 671 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 472 ადამიანი;
3. უკრაინა – 520 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 344 ადამიანი;
4. ბელარუსი – 164 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 135 ადამიანი;
5. თურქეთი – 143 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
6. ირანი – 129 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
7. პოლონეთი – 127 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
8. გერმანია – 112 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 88 ადამიანი;
9. ყაზახეთი – 105 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
10. სომხეთი – 93 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 79 ადამიანი.

 

წყარო: BM.GE