უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევსა და ხარკოვზე მასობრივი შეტევა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, საცხოვრებელ უბნებში განხორციელებული შეტევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი 10 ადამიანი დაშავდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში