LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაომბუდსმენი: „ბოლო 10 დღეში ძალოვნებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს – მნიშვნელოვანია დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“

116
მედიაომბუდსმენი

„ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია“, – ამის შესახებ აღნიშნულია მედიაომბუდსმენის განცხადებაში, რომლითაც ის ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ეხმიანება.

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ – თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს“ – მაკა ჩიხლაძე თავდასხმის ფაქტს იხსენებს

როგორც მედიაომბუდსმენის მიმართვაშია ნათქვამი, ამ დღის აღნიშვნის ნაცვლად, მედიას გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევს:

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.

10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ
და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, – შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს „ქართული ოცნება” სამართალდამცავებისა
და „ტიტუშკების” მეშვეობით.

ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.

საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების
განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას.

ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ „უცხო ქვეყნის აგენტად” გამოცხადების და „რუსული კანონით” გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და „ქართული ოცნების” პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის – მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას, სიმართლის და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

არაერთხელ ითქვა, რომ მედია დემოკრატიის საფუძველია. ის ერთადერთი პასუხისმგებლიანი საშუალებაა საზოგადოების თითოეულმა წევრმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოხატოს თავისი აზრი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

წლების მანძილზე მინიჭებული, შეუცვლელი ფუნქციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ და დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შეუფერხებლად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ადამიანების ინფორმირება საქართველოში.

და ბოლოს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის. ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას. სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო.

მედიაომბუდსმენი აგრძელებს ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდაჭერას. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“, – აღნიშნულია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

„უმძიმესი ვიდეოა! არანაირი „მაგრამ“ აქ არ არსებობს“, „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!“, „ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავთ!“ – „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტები ეხმაურებიან

📣 ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის 10 დეკემბერს,…

Posted by Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024

„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც გულიანად დამცინეს“ – ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g