LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

682
შატალოვას საქმის ფოტო

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება ვრცელდება, რომელიც იმ ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გარდაცვლილი გოგო ცხოვრობდა.

სათვალთვალო ვიდეომასალით გადაღებული ფოტოები საქმის მასალებში დევს და არსებული ინფორმაციით, აღბეჭდილია ის მომენტი, როდესაც დაუდგენელი პირი ტერიტორიაზე დამონტაჟებულ განათებებს აზიანებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით თბილისში მოკლეს. დამნაშავემ მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლა. საბურთალოზე, კერძოდ კი, გაზაფხულის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი დღეს წარედგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, მისი აყვანის ღონისძიებაზე სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დროული დაკავება შეძლო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g