რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, სავარაუდოდ, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში ნაწილობრივ გაითიშა ელექტროენერგია.
რუსულ და უკრაინულ მხარეებს მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.