ახალი ფოტოებიდან, რომლებიც ინტერნეტში განთავსდა, რთული სათქმელია, რომ ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ერთად აღარ არიან. პოპულარული მსახიობები შვილებთან ერთად ლონდონში გადაიღეს, სადაც აფლეკი „ბეტმენის“ გადაღებებზე იმყოფება. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან ერთად რესტორანში ისადილა, შემდეგ კი ქუჩაში გაისეირნა. მალე ოჯახს მეგობრებიც შეუერთდნენ.
აქვე ცნობილი გახდა, რომ ქორწინების 11 წლის იუბილეზე აფლეკმა გარნერს 11 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და ამით შერიგება შესთავაზა. ინსაიდერები იმასაც ამტკიცებენ, რომ გარნერი აფლეკისგან მეოთხე შვილს ელოდება.