LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ

77
იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში,  სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ.

აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლების გარდა, სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ დანარჩენ მოქალაქეებსაც. სასამართლოში უშვებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი აქვთ შესატანი. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით მიზნით სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის წინა და გვერდით შესასვლელიდან მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიცია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ფოტო:იმედინიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g