LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, აუცილებელია რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევა”

320
dxmkisojm9g9ulb

დეპუტატი სოფო კილაძე ბაზარზე მედიკამენტების ფასების რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის ინიციატივით გამოდის.

წამლები 1 ლარად - ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ფასები ძალიან მაღალია და ეს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.

ამ ინიციატივით კილაძე პარლამენტში გამოვიდა, სადაც მინისტრთა ახალ კაბინეტს უნდა დაუჭირონ მხარი, მანამდე კი ახალ შემადგენლობას კიდევ ერთხელ უსმენენ.

კილაძემ პრემიერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით.

” ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?,”- ჰკითხა სოფო კილაძემ გახარიას და მის გუნდს.  

სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ წამლებზე თვითონ დაარეგულიროს ფასები - სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მის უწყებას მედიკამენტების ფასების კონტროლის ბერკეტები არ აქვს. მინისტრი არ აკონკრეტებს, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება წამლების ფასის მომატებაზე. „სახელმიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია. სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის […]

„ქართული ოცნება“ მოსახლეობას მედიკამენტების გაიაფებას  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაჰპირდა. მას შემდეგ, ყველა პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი საჭირო დროს ამ თემაზე საუბარს იწყებს. განხორციელდა გარკვეული პროგრამები, თუმცა ზოგადად ფარმაციის ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g