LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: „მაკრონი სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და ის არავის დააკლდება“

194
დმიტრი მედვედევი და ემანუელ მაკრონი

„მაკრონი არ წარმოადგენს საფრთხეს, ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებითი მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთი საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის, საფრთხე გახდა.

ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

„ფიგაროსთვის” მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ერთთვიანი ზავი ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას მოიცავს.

„მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისა და ზოგადად ევროპისთვის. თუმცა, თავად მიკრონი არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს. ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება“, – წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“ – ემანუელ მაკრონი

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.

„საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე“. – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„უკრაინელი ხალხი ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა“ – ემანუელ მაკრონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g