რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.
საკუთარ Telegram არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს „ვინმე ზელენსკის“ განცხადებას უწოდებს და აცხადებს, რომ დიალოგი არ იქნება მასთან, ვისაც ულტიმატუმები აქვს. მისივე განცხადებით, ზელენსკიმ იცის რუსეთის მომავალი მოთხოვნები – „კიევის რეჟიმის ტოტალური კაპიტულაცია რუსეთის პირობებით.“
კადიროვი უკრაინას „ელიტური მებრძოლები“ ემუქრება და აცხადებს, რომ ისინი აქამდე პუტინის ბრძანებით „ისვენებდნენ“
„ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფებს სათავეში უდგას, უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება დაიწყო.“
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს. ზელენსკის თქმით, მისი პრინციპია, არ ელაპარაკოს არავის, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვრცლად გაეცნობით:
ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს
გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს