LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?

376
დმიტრი მედვედევი

„ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანის იქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარში. ისმის კითხვა: და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია,“- წერს მედვედევი.

მედვედევი უკრაინელებზე: მეზიზღებიან ეს ნაძირალები – სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g