LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MEETING ROOM – ბიზნეს კონფერენციების ციკლი ”პაშა ბანკისგან”

52

”პაშა ბანკი” ახალ პროექტს იწყებს: MEETING ROOM – ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც შექმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების  ერთმანეთისთვის გაზიარებას.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, MEETING ROOM – ის ფარგლებში ”პაშა ბანკი” პირველ კონფერენციას 25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში უმასპინძლებს. შეხვედრის თემა იქნება „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“ კონფერენცია ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და Colliers International-ის მხარდაჭერით.

სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: სასტუმრო ბიზნესის მიმოხილვა, ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნეს მოდელი და ტიპური მოთხოვნები, ასევე სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები.

ფორუმზე ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი სპიკერები:

  • გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი
  • მარკ ფინი, Colliers International-ის სასტუმროების და კურორტების საკონსულტაციო განყოფილების უფროსი
  • გოგა ჯაფარიძე, ”პაშა ბანკის” კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი
  • გოგა კაპანაძე, ”აქსისის” გენერალური დირექტორი
  • თამუნა გულედანი, ”შერატონ მეტეხი პალასი”, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი

ფორუმის მოდერატორი კი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today-ის რედაქტორი და გენერალური დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ სულ მალე წარვადგენთ ჩვენს ახალ პროექტს MEETING ROOM, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი. 2013 წლიდან საქართველოში არაერთ ბიზნეს სექტორს ვემსახურებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სასტუმრო ბიზნესი. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას, რადგან ცხადად ვხედავთ მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მიზანია, აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების დაფინანსების გზით,“-განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, ”პაშა ბანკის” გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

“იმ ფონზე როდესაც ყოველთვიურად სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, როდესაც უფრო მეტი სასტუმრო იხსენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე, ამ თემაზე მრავალმხრივი დისკუსიის არსებობა და, რაც მთავარია, კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით ჩართულია  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია პროექტში MEETING ROOM.   როგორც იცით, წელს იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს 1 596 916 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4%-ით მეტია. 2016-2017 წლებში საქართველოში 80-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, ” – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g