20 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფ თბილისი“, გაიმართა საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია თემაზე: „კლინიკური სირთულიდან მიზანმიმართულ მართვამდე – ინტერდისციპლინური გადაწყვეტილებები პაციენტის ავადობის გზაზე.“

ღონისძიება მიეძღვნა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – რთული კლინიკური შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მართვაში სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა თანამშრომლობის მნიშვნელობას, რასაც მოჰყვა რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ახალი პრეზიდენტის წარდგენა.

(R)
