ფეხბურთის მეფემ პელემ ცოლი მოიყვანა. არადა უკვე 75 წლისაა.
პელეს ცოლი 42 წლის მარსია სიბელ აოკი გახდა, რომელსაც პელე 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა, წერს ”მირორი”.
პელემ პირველად უღელში თავი 1966 წელს გაყო და ამ ქორწინებიდან ორი ქალიშვილი და ერთი ბიჭი ყავს. ქორწინებამ კი 1982 წლამდე გასტანა.
მეორედ ბრაზილიელმა ცოლი 1994 წელს შეირთო, მას ტყუპი ბიჭები შეეძინა. პელე მეორე მეორე ნახევარს 2008 წელს გაეყარა.
პელეს ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილებიც ყავს.