მეგან მარკლიმ ემა გრედეს პოდკასტის Aspire With Emma Grede უახლეს ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. სასექსის ჰერცოგინიამ და კომპანია Skims-ის დამფუძნებელმა მარკლის ბიზნეს წამოწყებაზე, As Ever-ზე და სხვა მრავალ დეტალზე ისაუბრეს. პოდკასტის ეპიზოდის ჩასაწერად მეგანმა საზღვაო ლურჯი სამეული მოირგო, რომელიც „რალფ ლორენის“ კოლექციიდან იყო შერჩეული. რაც შეეხება აქსესუარებს, მარკლის ეკეთა საყურეები, რომლებიც კანადაში დაფუძნებული საიუველირო ბრენდის, „ბირკსის“ კოლექციიდან გახლდათ, სხვა აქსესუარებს შორის იყო პრინცესა დიანას „კარტიეს“ ოქროსფერი საათი, რომელიც მარკლიმ შვიდი წლის წინ პრინცი ჰარისგან საჩუქრად მიიღო.
მეგანმა ისაუბრა შვილებზეც. სასექსის ჰერცოგინია ამბობს, რომ არჩი და ლილიბეთი მონტესიტოს სახლის ბაღში მუშაობას შეჩვეულნი არიან და მეტიც, ბაღში მუშაობის შემდეგ, ისინი ადგილობრივ ბაზარში გადიან და პროდუქტებს ყიდიან. მარკლი ამბობს, რომ ეს მის შვილებს იმ საკვების მნიშვნელობას ასწავლის, რომელიც ყველასთვის ადვილი მოსაპოვებელი არ არის.
მეგან მარკლიმ 4 წლის პრინცესა ლილიბეთის უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილები მამის მსგავსად, წითურთმიანები არიან

