LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი, სამეფო ოჯახის გასამწარებლად, შოუბიზნესში გაერია და გლამურული ფოტოებიც გამოაქვეყნა

210
მეგან-მარკლი

ბიონსეს ლოს-ანჯელესური კონცერტი დღეს დასავლური მედიის მთავარი თემაა. გარდა იმისა, რომ 42 წლის მუსიკოსმა დაბადების დღე პირდაპირ სცენაზე აღნიშნა, იუბილარის კონცერტს მსოფლიო ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მათ შორის მეგან მარკლი, რომელმაც სასახლიდან წასვლის შემდეგ, პირველად გააკეთა არაოფიციალური განაცხადი, რომ შოუბიზნესში დაბრუნებას აპირებს. სასექსის ჰერცოგინიამ ახალი ფოტოები გაგვიზიარა, სადაც ის კელი როულანდთან და კერი ვაშინგტონთან ერთად პოზირებს. კონცერტზე თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ კარდაშიანები, ასევე, ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალთან ერთად.

თავად ბოინსე საკუთარ დაბადების დღეზე ბრწყინავდა ავსტრალიური ბრენდის „ტამარა რალფის“ ვარდისფერ საღამოს კაბაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი, მაინც  მეგან მარკლის შოუ-ბიზნესურმა ფოტოებმა გამოიწვია. ყველა წერს, რომ მეგან მარკლი არ უშვებს შანსს ხელიდან, გაამწაროს სამეფო ოჯახის წევრები, რომლებსაც მეუღლესთან ერთად გაემიჯნა.

მეგან მარკლი ლეგენდარული ფილმის, „პირადი მცველის“ რიმეიკში, მთავარ როლზე განიხილება

რა სჭირს მეგან მარკლის წონას? – პრინცი ჰარის მეუღლის ახალმა ფოტოებმა ყველა გააოცა

მეფე ჩარლზის კორონაციის დროს მეგან მარკლი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები