მეგან მარკლიმ საკუთარი ქალიშვილის, ლილიბეთის დაბადების დღეზე უიშვიათესი ფოტო გაუზიარა გამომწერებს. სასექსის ჰერცოგინიამ „ინსტაგრამზე” 4 წლის ლილიბეთის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ულამაზესი პატარა პრინცესა, რომელიც დედას კალთაში უზის. აქვე მეგანი ახალშობილი ლილიბეთის ფოტოსაც გვიზიარებს, რომელიც აქამდე მედიაში არ გავრცელებულა.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო გოგონა, ოთხი წლის წინ ის შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და სამყარო უფრო ლამაზი გახადა“ – დაწერა მარკლიმ.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის მეგან მარკლი და 40 წლის პრინცი ჰარი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2020 წელს წყვილმა სამეფო ოჯახის ოფიციალურად დატოვა.